ბათუმი-სარფის მაგისტრალი ღამით დროებით გადაიკეტა

ამ დროისთვის ცენტრალურ მაგისტრალზე  საავტომობილო მოძრაობა  აღდგენილია
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაგისტრალის გადაკეტვის მიზეზი გვიან ღამით სარფის გზატკეცილზე კლდიდან ლოდების ჩამოშლა გახდა.

კლდის ჩამოშლამ გზა მთლიანად ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მათუმი–სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე  საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სპეცტექნიკა ადგილზე მუშაობას განაგრძობს.