დღეს თელავში ქართული ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ დაიწყო. იხილეთ ღონისძიების ფოტოები „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.
ფესტივალზე ღვინის მწარმოებელმა დიდმა კომპანიებმა და მცირე საოჯახო მარნებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, საშემოდგომო პავილიონები, რთველის ტრადიციებთან და მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.
"თელავინო 2018" კახეთის მეღვინეთა ამქრის ორგანიზებით ქართული ღვინის დღეების "ღვინობისთვე 2018"-ის ფარგლებში იმართება.