შემთხვევა ახალციხეში: მოპედი „ოპელს“ შეეჯახა

მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და „ოპელის“ მარკის ავტომობილს  შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

მოპედი, რომელსაც ახალგაზრადა მამაკაცი მართავდა, თამარაშვილის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მოპედის მძღოლი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას გამოკვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტომობილ „ოპელის“ მძღოლის ცნობით, რომელსაც დაზიანებები არ მიუღია, მოპედის მფლობელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მის მანქანას შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.