ჯერემი კლარკსონი და ჯეიმს მეი ქართული ჭაჭის დალევის შემდეგ

ცნობილი ტელეგადაცემის Top Gear წამყვანებმა და ახალი ტელეშოუს The Grand Tour ავტორებმა საქართველოში ეპიზოდის გადაღების პროცესი ხალისიანად ჩაატარეს
Sputnik

ცნობილი ტელეგადაცემის Top Gear წამყვანებმა და ახალი ტელეშოუს The Grand Tour ავტორებმა საქართველოში ეპიზოდის გადაღების პროცესი ხალისიანად ჩაატარეს.

ავტომოყვარულებისათვის და არა მხოლოდ მათთვის კარგად ნაცნობი ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი საქართველოში იმყოფებიან. საკუთარ Instagram-გვერდზე კლარკსონმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

კადრებში კლარკსონი და მეი ხის მეორე მხრიდან ენერგიულად გამოდიან. ფონის მიხედვით, სადაც ხალხი ბრიტანელ შოუმენებს უყურებს და იღიმის, ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული. სოცქსელების მომხმარებელთა ვარაუდით, ისინი ქართულმა ჭაჭამ ძალიან გაამხიარულა. საქართველოში ჩამოსვლისას ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა ხომ ყველასთვის წარმოუდგენელია.

The Grand Tour („დიდი მოგზაურობა“) ბრიტანული საავტომობილო ტელეპროგრამაა, რომელიც Top Gear-ის ყოფილმა წამყვანებმა ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ დააარსეს. სამი წლის განმავლობაში იგეგმება 36 ეპიზოდის გადაღება. 2016 წლის 18 ნოემბრიდან ეპიზოდები ყოველკვირეულად გამოდის Amazon Video-ზე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიასა და იაპონიაში. პირველი სეზონის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართა, მეორე სეზონის კი - 2017 წლის 8 დეკემბერს.