ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის საშინელი შედეგები

Sputnik

ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრასა და მის შემდგომ ცუნამს 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სტიქიური უბედურების შედეგების კადრები.

გასულ კვირაში ინდონეზიის კუნძული სულავესი სტიქიური უბედურებების ეპიცენტრად იქცა. ქალაქ პალუსთან ახლოს მოხდა 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. მოგვიანებით ამავე რაიონში დაფიქსირდა კიდევ ერთი ბიძგი 7,4 მაგნიტუდით და რამდენიმე აფტერშოკი. შემდეგ კუნძულს ცუნამი დაატყდა თავს, რომლის ტალღებიც ორ მეტრს აღწევდა.

1 / 12
პარასკევს დილით, ქალაქ პალუსთან ახლოს კუნძულ სულავესიზე 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2 / 12
მოგვიანებით ამავე რაიონში კიდევ ერთი - 7,4 მაგნიტუდის ბიძგი დაფიქსირდა
3 / 12
თუმცა, საფრთხე არ გამქრალა. ცოტა ხანში პალუს ორი მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდა თავს
4 / 12
მეტეოროლოგიის ადგილობრივმა სააგენტომ პირველი ბიძგიდან ნახევარ საათში გააუქმა გაფრთხილება ცუნამის საფრთხის შესახებ, რადგან მოწყობილობებმა ვერ დააფიქსირა საჭირო ინფორმაცია
5 / 12
სტიქიურ უბედურებას 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებული კი ათასობითაა
6 / 12
დაინგრა უამრავი შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები
7 / 12
ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაინგრა გზები, ხიდები და პალუს აეროპორტის შენობა
8 / 12
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი კვირით საგანგებო ვითარება გამოაცხადა
9 / 12
ინდონეზიისათვის დახმარებისა და თანადგომის სურვილი უამრავმა ქვეყანამ გამოთქვა
10 / 12
სამხრეთ კორეამ ინდონეზიისათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით მილიონი დოლარი გამოყო, ევროკომისიამ კი - 1,5 მილიონი ევრო
11 / 12
საფრანგეთმა, თურქეთმა და აშშ-მა ასევე გამოთქვეს სტიქიური უბედურების შედეგებთან ბრძოლაში დახმარების შესახებ მზადყოფნა
12 / 12
სეისმოლოგები ინდონეზიაში ყოველწლიურად 6-7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ 4,0 და მეტი მაგნიტუდით