ქართველი ჩოგბურთელი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 92 ათასი დოლარი გამოიმუშავა
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (34-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) საჩოგბურთო ტურნირში АТР 500-ის სერიიდან პეკინში China Open მეოთხედფინალში გავიდა.

მეორე რაუნდში ქართველმა სპორტსმენმა ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (28) ორ სეტში დაამარცხა – 7:6, 6:4. მატჩი საათნახევარი გაგრძელდა.

მეოთხედფინალში გასვლამ ბასილაშვილს90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 92 ათასი აშშ დოლარი მოუტანა.

АТР–ს ლაივ–რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს ამჟამად 29–ე ადგილი უკავია, რაც ბასილაშვილისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მალიკ ჯაზირისა (ტუნისი) და ალექსანდრ ზვერევის (გერმანია) დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.

China Open 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდია 3 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია მსოფლიო რეიტინგის ლიდერი რაფაელ ნადალი.