გოგიჩაიშვილი: მარცხი აუცილებელია წარმატების მისაღწევად

ბიზნეს-კონსულტანტი, ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი საუბრობს იმაზე, როგორ დავამარცხოთ მარცხის შიში.
Sputnik

„მარცხი გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ რაღაცებს არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ მარცხის გვეშინია. ამიტომ მარცხის შიში უნდა დავამარცხოთ მარცხითვე. როცა წარმატებულ, გამარჯვებულ ადამიანებს ვუყურებთ, ჩვენ ზედაპირულად ვიცით მათი გამარჯვებები და იმის უკან რა შრომა და მარცხი დგას, ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.

დავით გოგიჩაიშვილის განცხადებით, მარცხი აუცილებელია წარმატების მისაღწევად. რაც უნდა ადამიანს, ის ყოველთვის გამოუვა. თუ არ გამოგივიდა, ესე იგი არ გდომებია, ამბობს გოგიჩაიშვილი.