ხაშურში პატიმარმა ბადრაგისთვის  იარაღის წართმევა სცადა  

სპეციალური  პენიტენციური  სამსახურის ცნობით, პატიმარმა საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, სადაც ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა.
Sputnik

თბილისი,  3 ოქტომბერი — Sputnik. ხაშურის სასამართლოდან პატიმარმა გაქცევა სცადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი  არხი.

სპეციალური  პენიტენციური  სამსახურის ცნობით, პატიმარმა საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, სადაც ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა.

„პატიმარს ჰქონდა გაქცევის მცდელობა. მეორე ბადრაგის დახმარებით, აღიკვეთა ეს მცდელობა და დასრულდა ინციდენტი“, – განუცხადეს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.