ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევის ტერიტორიაზე გაიმართება.
2018 წელს „თბილისობა" 34-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანია იყო. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო „თბილისობას" არ აღნიშნულა, თუმცა 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.
დაგეგმილი ღონისძიებები პროგრამა:
6 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00–20:00 – გასტრონომიული ფესტივალი
13:00 – 20:00 – ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“
11:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა
14:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა
12:00 – 18:00 – რარიტეტული მანქანების გამოფენა
ლეღვთახევი
13:00 – 17:00 – მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
13:00 – 17:00 – საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 17:00 – ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი
14:00 – 17:00 – პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“
15:00 – 17:00 – პროექტი „გვიდირიჟორე“
18:00 – 19:00 – ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages
20:00 – 21:00 – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“
დედაენის ბაღი
12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები:
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება;
ტურნირები ნარდში;
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის);
ტურნირი მინი გოლფში;
შეჯიბრი მკლავჭიდში;
მაგიდის ჩოგბურთი;
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა;
ევროპის მოედანი;
20:00 – მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ (პრემიერა)
7 ოქტომბერი
რიყის პარკი
12:00 – 20:00 – გასტრონომიული ფესტივალი
13:00 – 20:00 – ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“
11:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა
14:00 – 15:00 – საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“
14:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა
12:00 – 18:00 – რარიტეტული მანქანების გამოფენა
ბარათაშვილის ქუჩა
14:00 – კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი
ლეღვთახევი
13:00 – 17:00 – მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
13:00 – 17:00 – საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა
14:00 – 17:00 – ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი
14:00 – 17:00 – პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“
16:00 – 18:00 – ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“
19:00 – 21:00 – ყველაზე მოთხოვნადი პროექტი „გვიდირიჟორე“
21:00 – 22:00 – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“
დედაენის ბაღი
12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები:
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება;
ტურნირები ნარდში;
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის);
ტურნირი მინი გოლფში;
შეჯიბრი მკლავჭიდში;
მაგიდის ჩოგბურთი;
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა;
კარატე - საჩვენებელი თამაშები;
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი
19:30 – საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა–კონცერტი „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე.