ლეგენდარული ავტომობილები: რეტრო-რალი თბილისში

Sputnik

თბილისში რეტრო ავტომობილების რალი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ლეგენდარული მანქანების სურათები.

თბილისში დაიწყო უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი Peaks of the Caucasus. რალიში ძირითადად XX საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში წარმოებული ავტომობილები მონაწილეობენ.

1 / 11
სამშაბათს დილით თბილისში კლასიკური ავტომობილების რალი Peaks of the Caucasus დაიწყო
2 / 11
რალიმ სტარტი თავისუფლების მოედნიდან აიღო
3 / 11
რეტროქარების ძირითადი ნაწილი XX საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდს ეკუთვნის
4 / 11
რალის ყველაზე ხნიერი მონაწილეა 1922 წლის გამოშვება Vauxhall 30/98
5 / 11
ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე კი - Jaguar Mark V Dropead Coupe, რომელიც 1951 წელს გამოუშვეს
6 / 11
თორმეტი დღის განმავლობაში რეტრო ავტომობილები საქართველოს ყველა კუთხეს მოივლიან
7 / 11
თავდაპირველად რალის მონაწილეები თბილისიდან ვარძიაში გაემართნენ
8 / 11
რალიში მონაწილეობენ რეტრო ავტომობილების მფლობელები ცხრა ქვეყნიდან
9 / 11
რალის მონაწილეები გაივლიან მთებსა და მოინახულებენ ბორჯომს, წყალტუბოსა და მესტიას
10 / 11
რალის მონაწილეები ასევე ეწვევიან კახეთს და გაივლიან სიღნაღში
11 / 11
ფინალური წერტილი კი კვლავ თბილისში იქნება