ასათიანი: ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს თემა, რომელიც ნერვს ამიტოკებს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი საუბრობს იმაზე, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში შვილის გარდაცვალების შემდეგ.
Sputnik

„იყო პერიოდი, როცა ძალიან მძაფრად განვიცდიდი ხალხის მხრიდან აგრესიას, ლანძღვას. ბუნებრივია, ახლაც მოქმედებს, მაგრამ ნუცას სიკვდილის შედეგ თითქოს ორ ნაწილად გავყავი ჩემი ცხოვრება. ორ ცხოვრებას ვეძახი, ის, რაც იყო ჩემ შვილამდე და ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ. ამ ცხოვრებაში არ არსებობს თემა, რომელიც ნერვს ამიტოკებს“, – ამბობს მაია ასათიანი.

ტელეწამყვანის თქმით, მის ცხოვრებაში ღირებულებების გადაფასება მოხდა. ურთიერთობა, რომელიც ოდნავ დისკომფორტს უქმნის, იქვე მთავრდება.