ბათუმში ფიდეს ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

ახალი  პრეზიდენტის კენჭისყრა ბათუმში ფიდეს კონგრესზე მოხდა
Sputnik

თბილისი,  3 ოქტომბერი – Sputnik.  ჭადრაკის საერთასორისო  ფედერაციის (ფიდე) ახალ პრეზიდენტად არკადი დვორკოვიჩი აირჩიეს. 

არჩევნებზე, რომელიც ბათუმში  ფიდეს კონგრესზე გაიმართა,  რუსეთის  კანდიდატს მხარი 103–მა დელეგატმა  დაუჭირა, მის კონკურენტს, ორგანიზაციის ვიცე–პრეზიდენტს, ბერძენ  გეორგიოს მარკოპულოსს კი ხმა 78–მა ადამიანმა მისცა. 

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

ფიდეს პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტი  იყო  ბრიტანელი ნაიჯელ შორტი, თუმცა,  ყოფილმა მოჭადრაკემ საკუთარი კანდიდატურა დვორკოვიჩის სასარგებლოდ  მანამდე მოხსნა.

დვორკოვიჩს ადრე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, ასევე იყო 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი.

კირსან ილიუმჟინოვი, რომელიც ფიდეს 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან ორგანიზაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საუძველზე გათავისუფლდა.  ილიუმჟინოვს თავიდან სურვილი ჰქონდა არჩევნებში  მონაწილეობის, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და მხარი დვორკოვიჩს დაუჭირა.