პრემიერებიც ცეკვავენ: ტერეზა მეის ეფექტური გამოსვლა კონსერვატორთა კონფერენციაზე

სცენაზე პრემიერის ეფექტურმა გამოსვლამ კომპოზიცია Dancing Queen, ჯგუფი Abba და თავად ტერეზა მეიც Twitter-ის ტოპ-ტრენდებში გაიყვანა
Sputnik

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ცეკვა-ცეკვით გაიარა გზა კულისებიდან ტრიბუნამდე კონსერვატორული პარტიის ყრილობაზე, მერე კი ხანგრძლივი სიტყვა წარმოთქვა. 

მეიმ პოპულარული ჯგუფი Abba-ს კომპოზიციაზე Dancing Queen-ზე წაიცეკვა და ამით გახალისებულ საზოგადოებას „უკეთესი ბრიტანეთის ერთად აშენებაც“ შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ სცენაზე პრემიერის ეფექტურმა გამოსვლამ კომპოზიცია Dancing Queen, ჯგუფი Abba და თავად ტერეზა მეიც Twitter-ის ტოპ-ტრენდებში გაიყვანა.