„სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდა. არ თქვათ, რომ ბავშვი ზარმაცია. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. მერე ზარმაცდება, ჩვენ ვაზარმაცებთ. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასოდეს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს“, - ამბობს ამონაშვილი.
ამონაშვილს განცხადებით, მშობელს უპირობოდ უნდა უყვარდეს თავისი შვილები, მისცეს თავისუფლება და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.