მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაწვა მოისურვა, მაგრამ ეს მცდელობა პატიმრობით ზღო

პოლიციელებმა ადგილზე დროზე მისვლა და დანაშაულის აღკვეთა შეძლეს
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც ყოფილ ცოლს დაწვით ემუქრებოდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში მსჯავრდებული, რომელიც იმ მომენტში პირობით სასჯელს იხდიდა, ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა, რომ ბავშვები წაეყვანა.

ნუ მიუახლოვდებით ქმრის სახლს – გორში 51 წლის ქალი დააკავეს

ცოლმა კარი არ გააღო და მამაკაცს წასვლა სთხოვა. მამაკაცს ეს არ მოეწონა და კარის შემტვრევა დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა.

მამაკაცი არ დამშვიდდა და დაუწყო ყოფილ ცოლს ყვირილი და მუქარა, რომ დაწვავდა მას. ამ დროს დაიწყო საწვავის ამოღება ეზოში მდგარი ავტომობილიდან.

მსჯავრდებულმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო - ის პოლიციელებმა დააკავეს.

მას ბრალი წაუყენეს სსკ-ის მუხლით "პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის. მუქარა".