ორშაბათს საღამოს კატალონიაში მომხდარი არეულობის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
წინასწარი მონაცემებით ბარსელონასა და ჟირონში 43 ადამიანი დაშავდა. როგორც სამედიცინო სამსახურებში აცხადებენ, ყველა ტრავმა მსუბუქია, დახმარება ყველას ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში არავის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო.
ორშაბათს კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა დამოუკიდებლობის უკანონო რეფერენდუმის ერთი წლის თავზე.
საღამოს ბარსელონაში რეგიონული პარლამენტის შენობასთან რადიკალებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, ალყა შემოარტყეს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებს და ბოთლები და ქილები დაუშინეს.
მომიტინგეებმა აღმართეს ბარიკადები, ამოაბრუნეს და დაწვეს ნაგვის ურნები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და სტრაიკბოლის იარაღები გამოიყენა.