შიომღვიმის მონასტერი მცხეთიდან 9 კილომეტრში, მთებშია აგებული. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტომასალაში ამ ისტორიული ძეგლის სურათები.
მონასტერი ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის 560 წელს თორმეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – შიომ ააგო. დღეისათვის ეს მონასტერი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია.
1 / 12
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი 750 მეტრის სიმაღლზე მდებარეობს. ის ასურელმა წმინდანმა შიომ 560 წელს ააგო
© photo: Sputnik / Stringer
2 / 12
მცხეთიდან მონასტრის მიმართულებით 9 კილომეტრის სიგრძის ვიწრო გზა მიდის. ფოტოზე - იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რომელიც 560-580 წლებში აიგო. მიიჩნევა, რომ შიომ თავად აირჩია ტაძრისათვის ადგილი
© photo: Sputnik / Stringer
3 / 12
შიო მღვიმელი მონასტრის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. მისი ნეშტი ამავე ტაძარში ინახებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ის დაწვეს, ჩვენამდე კი სულ მცირედმა ნაწილმა მოაღწია, რომელიც დღეს სამთავროს ტაძარში ინახება
4 / 12
ფოტოზე მარჯვნივ წმინდა ევაგრის შიომღიმელის ჭაა, რომელიც შიოს მიმდევარი იყო. ნაგებობის ჭერი ცოტა ხნის წინ აღადგინეს
© photo: Sputnik / Stringer
5 / 12
ჩვენი ვიზიტისას იოანე ნათლისმცემლის ტაძარი უკვე დაკეტილი იყო. ამბობენ, რომ მასში მოხვედრა შესაძლებელია სამრეკლოდან ,რომელიც 1733 წელს გივი ამილახვარმა ააგო
7 / 12
მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ტაძართან სხვადასხვა ნაგებობები აიგო, რის შედეგადაც ჭა ტაძრის შიგნით აღმჩნდა
8 / 12
იოანე ნათლისმცემლის ტაძარი საქართველოში ერთ-ერთი პირველი გუმბათიანი ნაგებობაა. ნახევარი საუკუნის შემდეგ აიგო უფრო რთული ტაძარი ჟვარი, შემდეგ კი - ატენის სიონი
9 / 12
მეორე დიდი ნაგებობა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ტაძარია, რომელიც დაახლოებით 1100 წელს დავით აღმაშენებლის ბრძანებით აშენდა. მონასტერს თავიდან ჰქონდა გუმბათი, თუმცა 1614 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შედეგად ტაძარი დაინგრა. ნახევარი საუკუნის შემდეგ მონასტერი ბაზილიკურ სტილში აღადგინეს
© photo: Sputnik
10 / 12
ღვთისმშობლის ტაძარი შიგნიდან გაცილებით შთამბეჭდავია. ეკლესიის კედლებზე კარგადაა შემონახული უძველესი წარწერები და ხატები
11 / 12
ორი ტაძრის გარდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობაც დგას
© photo: Sputnik / Stringer
12 / 12
ყველა ნაგებობა ტერასული პრინციპითაა ნაშენები, რადგან მონასტერი მთის ციცაბო ფერდობზე აიგო
© photo: Sputnik