დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების მესამე ეტაპი ამოქმედდა

ამ ეტაპზე ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი ამოქმედდა. 

რამდენი ავტომობილი დაჯარიმდა ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მსუბუქი კატეგორიის ყველა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.

ტექინსპექტირებისას ავტომობილებს შემდეგი კრიტერიუმებით შეამოწმებენენ: 

  • სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა; 
  • სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა;
  • ხილ­ვა­დო­ბა;
  • ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა;
  • ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა;
  • შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი;
  • სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი;
  • გარემოზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.

ტექდათვალიერების ბოლო ეტაპზე – 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება საქართველოში დარეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის.