წიწამურის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა

ხიდზე სამუშაოები 21 სექტემბერს დაიწყო. ამის გამო ტრანსპორტი ერთ სამოძრაო ზოლზე გადაადგილდებოდა
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. წიწამურის ხიდზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მიმდინარე სამუშაოები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) 21 სექტემბერს დაიწყო, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა და პერიოდულად იქმნებოდა „საცობი“. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მძღოლები ალტერნატიული გზებით სარგებლობდნენ.

ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა.