საქართველოში Miss და Mister Planet - 2018 აირჩიეს

საქართველოს წარმომადგენლები კონკურსის საუკეთესოთა ხუთეულში შევიდნენ.
Sputnik

 თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის წარმომადგენელი ემილ კასიმოვი გახდა ტიტულის Mister Planet – 2018-ის მფლობელი, ხოლო უკრაინელი ალიონა ფირუტი Miss Planet– 2018 გახდა.

თბილისში საერთაშორისო კონკურსი Miss and Mister Planet — 2018 ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ტაჯიკეთისა და ლატვიის.

Sputnik საქართველოსთან“ ინტერვიუში კონკურსის გამარჯვებულებმა აღიარეს, რომ ჟიურის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კონკურენცია დიდი იყო და გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ.

„ჩემთვის საუბარიც კი რთულია, ემოციები მავსებს. არ ველოდი, რომ ამირჩევდნენ. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი ბედნიერი ვარ, ყველას დიდი მადლობა“, – აღნიშნა კასიმოვმა.

Miss Planet– 2018-ის ტიტულის მფლობელმა აღიარა, რომ ამ კონკურსში საქართვეელოს წარმომადენლის გამარჯვებას ელოდა.

„ძალიან მომწონს კონკურსის ქართველი მონაწილე, ვფიქრობდი, ის გაიმარჯვებდა. მართლაც არ ველოდი გამარჯვებას, ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას“, - აღნიშნა  ალიონა ფირუტმა.

Miss and Mister Planet-ზე საქართველოს წარმომადგენელი: კონკურენცია ძალიან დიდია

კონკურსზე საქართველოს Miss & Mister Planet-Georgia – 2018 -ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარმოადგენდნენ, რომლებიც კონკურსანტთა საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ. რაც შეეხება Miss Planet Talant-ის ტიტულს, იგი ბულგარეთის წარმომადგენელს, თამარა გეორგიევას შეხვდა. ვაჟებს შორის კი ეს ჯილდო ტაილანდელმა მოდელმა ჩალაფონუ კარვანტანუმ მიიღო.

35 ქვყნიდან ჩამოსულ მოდელებს 25–კაციანი ჟიური აფასებდა. Miss & Mister Planet 2018 -ს საინფორმაციო მხარდაჭერას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ უწევდა.