შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 54 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელეულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის - გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

ნარკოლოგი: მსოფლიოში მძიმე ნარკოტიკების მოხმარების მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.