არჩევნები თუ მაიდანი: ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური ძალები ხალხს იძულებულს არ გახდიან  „საკუთარი ძალა“ კვლავ წარმოაჩინოს
Sputnik

თბილისი,  30 სექტემბერი  — Sputnik.  ხალხს შეუძლია პარლამენტის ვადამდელი არჩევნების  მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდეს, განაცხადა კვირას სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.

„ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნების გამართვის მექანიზმი განვიხილოთ. საკონსტიტუციო ცვლილებები – ერთი ვარიანტია, თუმცა, არა ერთადერთი. ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და მეტნაკლებად  რაციონალურ ვარიანტამდე  აუცილებად მივალთ“, – ციტირებს ფაშინიანს „Sputnik სომხეთი“.

მისი სიტყვებით, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ნათელია, რომ ვადამდელი არჩევნები ვერ ჩატარდება. თუმცა,  არჩევნები მაქსიმალურად მოკლე დროში  რომ უნდა გაიმართოს – ხალხის მოთხოვნაა. 

ვიმეგობრებთ პარლამენტებით - საქართველომ და სომხეთმა გადაწყვეტილება მიიღეს

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები იძულებულს არ გახდიან  ხალხს, „საკუთარი ძალა“ კვლავ აჩვენოს. ამასთან, ფაშინიანი არ გმორიცხავს, რომ ხალხი ქუჩაში კვლავ გამოვა.

 „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კონსტრუქციული იქნება მოლაპარაკებები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, იმედი მაქვს, საპარლამენტო ძალებიც ასევე მზად არიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანამდე პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიუ–იორკიდან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სომხეთში დაბრუნებისთანავე პოლიტიკურ ძალებთან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობის განხილვას გეგმავს.