„Sputnik–საქართველომ“ Miss and Mister Planet– 2018–ზე თავისი სიმპათია შეარჩია

მოდელებს 35 ქვეყნიდან 25–კაციანი ჟიური აფასებდა
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველოს“ სიმპათია კონკურსზე Miss and Mister Planet – 2018 ქართველი მოდელი ნინო გველესიანი გახდა.

თბილისში საერთაშორისო კონკურსი Miss and Mister Planet — 2018 ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ტაჯიკეთისა და ლატვიის. „Sputnik–საქართველოს“ ჰქონდა შესაძლებლობა, შეერჩია თავისი ფავორიტი და მისთვის საჩუქარი გადაეცა.

„Sputnik–საქართველომ“ Miss and Mister Planet– 2018–ზე თავისი სიმპათია შეარჩია

ტიტულის Mister Planet – 2018 მფლობელი გახდა აზერბაიჯანის წარმომადგენელი ემილ კასიმოვი, ხოლო Miss Planet– 2018 უკრაინელი ალიონა ფირუტი გახდა.

საქართველოში Miss და Mister Planet - 2018 აირჩიეს>>

კონკურსზე საქართველოს Miss & Mister Planet-Georgia – 2018 -ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარმოადგენდნენ, რომლებიც კონკურსანტთა საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

„Sputnik–საქართველომ“ Miss and Mister Planet– 2018–ზე თავისი სიმპათია შეარჩია

რაც შეეხება Miss Planet Talant-ის ტიტულს, იგი ბულგარეთის წარმომადგენელს, თამარა გეორგიევას შეხვდა. ვაჟებს შორის კი ეს ჯილდო ტაილანდელმა მოდელმა ჩალაფონუ კარვანტანუმ მიიღო.

მოდელებს 35 ქვეყნიდან 25–კაციანი ჟიური აფასებდა.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო".