რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

ერთ-ერთ დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

არსებული ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტს წინ შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაზარალებულები  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია დასჭირდა, ის ამ დრომდე კლინიკაშია.

ბათუმში 50 წლის ქალი დაჭრეს - ბრალდებული მისი შვილია

 ექიმების განცხდებით, ნაოპერაციევი პაციენტ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  რაც შეეხა მეორე დაზარალებს, მან საავადმყოფო უკვე დატოვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით ( „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“) მიმდინარეობს.