საქართველოში 47 მეწარმე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა

ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით კვლავ  გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე პასუხისგებაში მისცა,  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო – კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, ორი ბრალდებული ავტორიზაციისა და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო ორი მეწარმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზირების პირობების დარღვევით ინერტული მასალების მოპოვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით კვლავ  გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.