ბათუმში 50 წლის ქალი დაჭრეს - ბრალდებული მისი შვილია

შემთხვევის შემდეგ ბრალდებული მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში დედის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

ზუგდიდში სიძემ ცოლისძმა სასიკვდილოდ დაჭრა

50 წლის ქალბატონი შვილმა ყელის არეში დაჭრა და მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.  ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ჩემთვის უცნობია სხვა დეტალები. შვილი დაკავებულია“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის  117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.