თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ქართული მასმედია.

მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 

ჭილაძემ პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა.

თამაზ ჭილაძე მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში", იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების" და ჟურნალ „მნათობის" მთავარი რედაქტორი.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და რამდენიმე სხვა პრემია. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობამ მწერალს მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი". 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა კი 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა.

თამაზ ჭილაძე 1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.