თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვვეის შედეგად 72 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“
შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში დღეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი უკვე დააკავეს.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.