სროლა სკოლაში: შეიარაღებულმა მოზარდმა ორი თანაკლასელი დაჭრა

15 წლის მოსწავლე სკოლაში რევოლვერით შეიარაღებული მივიდა და ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბრაზილიის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა და ორი თანაკლასელი დაჭრა, იუწყება ტელეარხი Globo.

არხის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ მედიანეირაში მოხდა.

15 წლის მოსწავლე სკოლაში რევოლვერით შეიარაღებული მივიდა და ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს. ორი მათგანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი მძიმედაა დაშავებული.

პოლიციამ მოზარდი და კიდევ ერთი მოსწავლე დააკავა, რომელმაც შესაძლოა დახმარება აღმოუჩინა მსროლელს თავდასხმის მოწყობაში.

წინასწარი მონაცემებით, მცირეწლოვანი დამნაშავე სკოლაში დაცინვისა და შევიწროების მსხვერპლია, რომელმაც ამ გზით გადაწყვიტა შურისძიება თანაკლასელებზე.