Miss and Mister Planet-ზე საქართველოს წარმომადგენელი: კონკურენცია ძალიან დიდია

Miss and Mister Planet–2018-ის ფინალურ შოუმდე კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები „Sputnik–საქართველოს“ პრეს-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდნენ.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის Miss & Mister Planet–2018 მონაწილეებმა „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე სილამაზის საკუთარ ეტალონზე ისაუბრეს.

საქართველოში საერთაშორისო კონკურსი Miss and Mister Planet 2018 ტარდება, რომელშიც მსოფლიოს 35 ქვეყნის რეგიონული კონკურსების გამარჯვებულები მონაწილეობენ, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, ტაჯიკეთისა და ლატვიის წარმომადგენლები. საქართველოს კონკურსზე Miss & Mister Planet-Georgia 2018-ის გამარჯვებულები ნინო გველესიანი და ლუკა თიგიშვილი წარადგენენ.

„რა თქმა უნდა, ყველა ეროვნებას თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ მე ამ სილამაზეს ყველაზე მეტად ქართველებში ვხედავ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ქართველები, ქართველი ხალხია ყველაზე ლამაზი. ყველა კონკურსანტი ძალიან მომწონს – გოგონებიც და ბიჭებიც. ისინი შესანიშნავები და კარგები არიან, და კონკურენციაც ძალიან დიდია", - აღნიშნა ნინო გველესიანმა.

Miss and Mister Planet-ზე საქართველოს წარმომადგენელი: კონკურენცია ძალიან დიდია

გოგონა 12 წლის იყო, როდესაც ქართულ სააგენტო „კატრინში" სამოდელო კარიერა დაიწყო. 17 წლისამ ჩინეთის ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი და სამუშაოდ ჩინეთში წავიდა. 2011 წელს Miss Teenager Georgia გახდა, გაემგზავრა გვატემალაში, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

„აქამდე ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, დაგეგმილი შოუს გამო ძალიან ვნერვიულობ, რეპეტიციებზე ვგრძნობდი, როგორ მიცემდა გული. კონკურსი საქართველოში ტარდება, რომელზეც მას წარმოვადგენ. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს", – აღნიშნა გველესიანმა პრესკონფერენციაზე.

Miss and Mister Planet-ზე საქართველოს წარმომადგენელი: კონკურენცია ძალიან დიდია

ამავე დროს სხვა გოგონებმა აღნიშნეს, რომ მთავარი არა ვიზუალური, არამედ შინაგანი მხარეა.

„სილამაზე – ეს სიყვარულია. თუ გოგონას გულში სიყვარული ცოცხლობს და თუ ირგვლივ მყოფებისთვის მისი გაზიარება შეუძლია, ეს მომენტალურად გახდება შესამჩნევი... თუ ყოველი გოგონა იფიქრებს, რომ იგი სილამაზის ეტალონია, ეს მშვენიერი იქნება", – განაცხადა Miss Planet-2018-ზე რუსეთის წარმომადგენელმა ზლატა პისმაკოვამ.

Miss and Mister Planet-ზე საქართველოს წარმომადგენელი: კონკურენცია ძალიან დიდია

ფინალური შოუ 29 სექტემბერს გაიმართება. კონკურსის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო  „Sputnik–საქართველო". აღნიშნული კონკურსი მეოთხედ ტარდება.