საერთაშორისო კონკურსის Miss and Mister Planet–2018 ფინალურ შოუმდე, რომელიც თბილისში შაბათს გაიმართება, ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კონკურსის Miss & Mister Planet დამფუძნებლები ეკატერინე მგალობლიშვილი და ირინა პაპაზოვა, კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნინო გველესიანი, რუსეთის წარმომადგენელი ზლატა პისმაკოვა, აზერბაიჯანის წარმომადგენელი ზულეიხა ორუჯოვა და პორტუგალიელი Miss Planet 2017 კამილა ვიტორინო.