როგორ დავამარცხოთ ტუბერკულოზი – დავით სერგეენკო გაეროს სესიას ხელმძღვანელობდა

გაეროს სესიაზე, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა, სიტყვით გამოვიდა Microsoft–ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინიტრი დავით სერგეენკო გაეროს ტუბერკულოზთან ბრძოლისადმი მიძღვნილი სესიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

დასახელდა ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია მსოფლიოში

სესია ნიუ–იორკში გაეროს 73–ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში ხორციელდება ტუბერკულოზის, С–ჰეპატიტის, ასევე შიდსი–აივ–ინფექციის მასობრივი დიაგნოსტირება.

„ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურსების მობილიზებას  ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა, ვფიქრობ, ერთადერთი გზაა, მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად“, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა განაცხადა, რომ ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში შეიქმნა ინოვაციური პროექტები, მათ შორის დიაგნოსტიკის ზუსტი და სწრაფი მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები.               

სხდომაში მონაწილე 162 წარმომადგენელს შორის იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრეთ თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ასევე Microsoft–ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.