თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35–ე ადგილი АТР–ს რეიტინგში) ჩინეთის ჩენდუში მიმდინარე АТР 250 სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის ¼ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ორ სეტში წააგო ამერიკელ სემ ქუერისთან (58) – 1:6, 4:6. მატჩი სულ 52 წუთს გაგრძელდა.
სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ გააუმჯობესა თავისი შარშანდელი შედეგი ქალაქ ჩენდუში, სადაც ასევე დათმო მერვედფინალური მატჩი. ეს ნიშნავს, რომ ბასილაშვილი АТР–ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, რამდენიმე პოზიციას დათმობს.
Chengdu Open 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 1,2 მილიონი აშშ დოლარია. მოქმედი გამარჯვებულია უზბეკი დენის ისტომინი.