„ძალიან რთულია ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. ფერწერული მინანქრის შემთხვევაში მხოლოდ ფერზე მუშაობ, ტიხრული მინანქრის შემთხვევაში კი ჯერ უნდა დახატო ესკიზი, პატარა ვერცხლის ძაფებით ააწყო ნახატი. დამითვლია და ზოგჯერ 280 პატარა დეტალი გამიკეთებია ხელით, რათა ნამუშევარი სრულფასოვანი გამოვიდეს“, – ამბობს ცერცვაძე.
მირანდა ცერცვაძე ტიხრული მინანქრით წლების წინ დაინტერესდა. ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია და ნამუშევრების შექმნის ტექნიკას თავად დაეუფლა. დღეს მეუღლესთან ერთან ორიგინალურ და დახვეწილ ნაკეთობებს ქმნის.