72 წლის ბოდიბილდერმა რაფაელ ვერამ არაჩვეულებრივად გაათამაშა სატრენაჟორო დარბაზში თავშეყრილი ახალგაზრდები.
ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპორტული კოსტიუმის ქვეშ ხელოვნურ ღიპმიკრული რაფაელი ტრენაჟორების დარბაზში და როგორ დამცინავად უყურებენ მას ახალგაზრდები.
მაგრამ მალე მათი ირონია აღფრთოვანებით იცვლება. უფრო მეტიც, ყველა მათგანი უსიტყვოდ ყრის ფარ-ხმალს „ბებერი ხარის“ წინაშე, როდესაც ეს უკანასკნელი ხელის ერთი მოსმით იხდის სამოსს და ახალგაზრდულად დაჭიმულ-დაკუნთულ, არაჩვეულებრივ ტორსს აჩენს.