ავიარეისი ქუთაისი–ბარსელონა თვითმფრინავის გაუმართაობის გამო შეყოვნდა

Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რეისი ქუთაისიდან ბარსელონისკენ, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ასრულებს, უკვე ორი საათია, გადაიდო. ამის მიზეზია თვითმფრინავთან დაავშირებული პრობლემები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მგზავრები აცხადებენ, რომ რეისი შესრულდება, მაგრამ ზოგიერთი ამ თვითმფრინავით ვეღარ გაფრინდება.