თბილისში ავტოავარიაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს თბილისის ზღვასთან ახლოს მოხდა
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მომხდარ ავტოავარიას მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. მცირეწლოვანი ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.