17 წლის გოგონა ქმრის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ოჯახის წევრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთის სოფელ ხუცუბანში 17 წლის გოგონა მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი იპოვეს

წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში მარტო იყო.

არასრულწლოვანი სამი წლის განმავლობაში არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. მეუღლის ოჯახის წევრები ოჯახურ ძალადობას გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგონა იმერეთში მშობლების სახლში უკვე გადაასვენეს.