როგორ შემიძლია, მიყვარდეთ? ქეთა თოფურიამ თაყვანისმცემლებს მწარე სიმართლე გაანდო

შემსრულებელმა თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდა, არ აურიონ ერთმანეთში მადლიერება და სიყვარული.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გულახდილობის ხასიათზე მყოფმა ცნობილმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე თავის ხელმომწერებს მიმართა.

ქეთა თოფურიამ „მონა" შეიძინა

მომღერალი თავის აზრებს ხელმომწერებს ხშირად არ უზიარებს, თუმცა ამჯერად ის ფილოსოფიურმა კითხვებმა შეაწუხა. თოფურიამ დადო სთოიზი, სადაც უკვირს თავისი კოლეგების საქციელი, კერძოდ კი მათი არაგულწრფელობა თავიანთი თაყვანისცემლების მიმართ.

„ჩემს ხელმომწერებს შეიძლება ვუყვარვარ, არა, არა მე, არამედ ჩემი შემოქმედება, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები ამბობენ: „ისე მიყვარხართ, ძვირფასო ხელმომწერებო"... არ შეუძლიათ მათ თქვენი სიყვარული!" – წერს ქეთა.

ამას თოფურია ძალზე ემოციურად ამბობს და დასძენს, რომ ვარსკვლავები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მომავალში ხელმომწერებით მანიპულაცია შეძლონ.

„არ დაუჯეროთ მათ, საშინელი ადამიანები არიან. გთხოვთ, მადლიერება და სიყვარული ერთმანეთში არ აურიოთ. და არ არის საჭირო მოტყუება. პირადად მე მადლიერი ვარ ჩემი ხელმომწერებისა, რომ ისინი არსებობენ და ჩემს ბრენდს უყურებენ, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეთ?" - აცხადებს მომღერალი.

ქეთა კითხვას თავადვე პასუხობს და ამბობს, რომ შეუძლებელია უცნობი ადამიანი გიყვარდეს.

ქეთა თოფურია ცნობილი მომღერალია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს.