ქალი დედისთვის ფულის გამოძალვის გამო ციხეში მოხვდა

დედის მიმართ ოჯახური ძალადობის გამო ქალი თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალი, რომელიც დედას ემუქრებოდა და მისგან 80 ლარს მოითხოვდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გორში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და ნაგროვები პენსია წაართვეს

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ივლისს ბრალდებული დედას ემუქრებოდა და მისგან ფულს მოითხოვდა.

პოლიციამ ქალი მომხდარიდან მეოთხე დღეს დააკავა. წესრიგის დამცველებმა ინციდენტი ოჯახურ ძალადობად შეაფასეს.

ბრალდებულის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის".

სასამართლომ ქალს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.