ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 25 სექტემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 25 სექტემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„25 სექტემბერი ლითონის მაიმუნის დღეა. ამ დღეს არ მიიღოთ პირადი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ნუ მიაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებებს, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. დღეს უმჯობესია დარჩეთ სახლში და დაკავდეთ წვრილმანი სამუშაოებით“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის თქმით, არასასურველი დღეა ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.