ანუკი არეშიძე ახალშობილთან ერთად პარიზში ისვენებს

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, რომელიც სექტემბერში მეოთხე ბიჭის დედა გახდა, პარიზით ტკბება.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალშობილ შვილთან ერთად პარიზში ისვენებს.

კახა კალაძე მეოთხე შვილის მამა გახდა >>

წარმატებული მოდელიერი და ოთხი შვილის დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალშობილის ფოტოებს წარწერით „დედიკოს დიდი სიყვარული“.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ანუკი ვაჟის დაბადებიდან ერთ კვირაში პატარასთან ერთად უკვე პარიზის ბულონის ტყეში სეირნობდა.

აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე ფოტოგრაფის წინ პოზირებას ასწრებს, სანამ „მის პატარა პრინცს სძინავს“. დიზაინერი აქვეყნებს პარიზულ კადრებს, სადაც მეუღლესთან ერთად სეირნობს.

ფოტოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიო ბრენდების დიზაინერული ჩანთები, ფეხსაცმელი, სათვალეები და სხვა აქსესუარები.

კახა კალაძის ოჯახს ახალშობილი ნიკოლა 4 სექტემბერს შეეძინა. კალაძემ და არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს, იქორწინეს 2013 წელს და ახლა უკვე ოთხი ვაჟი ჰყავთ. უფროსი შვილი ლევანი 11 წლისაა, კახაბერი - 6 წლის, ვაჩე კი 4 წლისაა.