„საცდელ კურდღლებად გამოყენებულები“ — რუსეთი აშშ-ის ბიოლაბორატორიის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ლუგარის ცენტრის მუშაობა ნეგატიურად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა „საცდელ კურდღლებად“ გამოიყენა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ ერმაკოვმა პრესკონფერენციაზე. 

ორმაგი დანიშნულების ლაბორატორია: გიორგაძემ დაასახელა დამკვეთები აშშ-იდან - ექსკლუზივი

ერმაკოვმა ეს კომენტარი საქართველოში არსებულ ამერიკულ ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე გააკეთა. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრ იგორ გიორგაძის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, მას ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ თბილისის გარეუბანში აშშ-ის მხარდაჭერით აგებულ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი იქმნება. 

„ის, რაც ახლა საქართველოში ხდება — ამერიკული სამხედრო უწყების საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობა ბიოლოგიურ მასალებთან — არის ჩვენი მეზობლის, ჩვენი ქართველი კოლეგების, პარტნიორების გამოყენება საცდელ კურდღლებად“, — ციტირებს ერმაკოვის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არავინ იცის, რა ხდება ლაბორატორიაში.

„ქართველ სპეციალისტებს საერთოდ არ აქვთ ზოგ „მგრძნობიარე“ სათავსოში შესვლის უფლება, მასალები კი დიპლომატიური ფოსტით ჩამოდის აშშ-დან“, — აცხადებს ერმაკოვი.

ლუგარის ცენტრი

თბილისთან ახლოს მდებარე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია უკვე რამდენჯერმე იქცა ჟურნალისტური გამოძიების თემად. პირველი მასალა 2015 წელს გამოქვეყნდა და მედია ირწმუნებოდა, რომ ცენტრში ბიოლოგიური და ბაქტეოროლოგიური იარაღი იქმნებოდა. თუმცა მამხილებელი სტატიები მხოლოდ ვარაუდებზე იყო აგებული. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დოკუმენტებს შეისწავლის

რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პენტაგონის მიერ „საკუთარი სამედიცინო-ბიოლოგიური ლაბორატორიების რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს განთავსებასთან“ დაკავშირებით.

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ ამერიკის არმიის ქვედანაყოფის მოღვაწეობის რეალური შინაარსი და მიმართულება, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს შეისწავლიან.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, მათი განცხადებით, ლაბორატორია მხოლოდ სამეცნიერო კვლევებითაა დაკავებული.