მეოთხე რამ, რასაც დიდხანს შეიძლება უყურო – ანიმაცია ნერვების დასამშვიდებლად

შემოთავაზებული ვიდეოს ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ არსებობს მეოთხე „თვალმოუშორებელიც“ – ანიმაცია, რომელიც უცნაურად ამშვიდებს ნერვებს
Sputnik

ამბობენ, რომ სამყაროში სამი რამ არსებობს, რასაც დიდხანს შეიძლება უყურო თვალის მოუშორებლად: ცეცხლის ალს, წყლის დინებასა და სხვა ადამიანის შრომას.

შემოთავაზებული ვიდეოს ნახვის შემდეგ კი მიხვდებით, რომ არსებობს მეოთხე „თვალმოუშორებელიც“ – ანიმაცია, რომელიც უცნაურად ამშვიდებს ნერვებს. ასეც ჰქვია: soothing animations, ანუ დამამშვიდებელი ანიმაცია.