საქართველომ სომხეთში გაზის ტრანზიტი შეაჩერა

გაზის ტრანსპორტირების ქართული კომპანია მაგისტრალურ გაზსადენზე ორი დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით დროებით შეჩერებულია, იუწყება „Sputnik-სომხეთი" „გაზპრომ-სომხეთის" პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საქართველოს გაზსატრანსპორტო კომპანიამ „გაზპრომ-სომხეთს" ოფიციალურად აუწყა, რომ 24-26 სექტემბერს გაზის მიწოდება სომხეთში დროებით შეჩერდება სარემონტო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარეობს", – აღნიშნეს კომპანიაში.

სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შიდა მარაგების ხარჯზე განხორციელდება.

„გაზპრომ-სომხეთი" რუსული „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა.