ნიკორწმინდის რეაბილიტაცია – აღმოჩენილია უნიკალური ნაშთები

რელიეფი აღმოსავლეთი მკლავის სახურავთან, გუმბათის ქვედა ნაწილზე იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნაშთები ადრეული რელიეფის არის. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ Facebook-ის საშულებით გაავრცელა. აღმოჩენის შესახებ მას რესტავრატორმა ნანა კუპრაშვილმა შეატყობინა.

კუპრაშვილი აღნიშნული ნაშთების რეაბილიტაციაზე მუშაობს. რელიეფი აღმოსავლეთი მკლავის სახურავთან, გუმბათის ქვედა ნაწილზე იპოვეს.