მოდელ ბავშვებს შორის კონკურსის ფინალი თბილისში

Sputnik

თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამოდელო კონკურსი ბავშვებსა და მოზარდებს შორის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სამოდელო ჩვენების ფოტოები.

ღონისძიება სახელწოდებით Top Teen and Child Model of The Planet – 2018 უკვე მეორედ იმართება თბილისში. კონკურსში მონაწილეობისათვის, რომელიც 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველოში 150 ადამიანი ჩამოვიდა 20 ქვეყნიდან – მონაწილეები, მათი მშობლები, სამოდელო კონკურსების დირექტორები, დიზაინერები და ჟიურის წევრები.

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტი და რადიო „Sputnik-საქართველო“.

1 / 10
საბავშვო სილამაზის კონკურსის Top Teen and Child Model of The Planet 2018 ფინალი
2 / 10
კონკურსის ფარგლებში რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იმართებოდა პატარა მონაწილეების ჩვენებები, რომლებიც საუკეთესო მოდელის ტიტულისათვის წარსდგნენ მაყურებლის წინაშე
3 / 10
კონკურსის ნახევარფინალი ბულგარეთში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
4 / 10
საქართველოში ჩამოსვლისა და ფინალურ შოუში მონაწილეობის უფლება მხოლოს 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს
5 / 10
კონკურსის ფინალში მონაწილეობს 45 მოდელი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში - 4-დან 6 წლამდე, 7-დან 9-მდე, 10-დან 13-მდე და 14-დან 18 წლამდე
6 / 10
კონკურსის დამფუძნებლები არიან სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი ეკატერინე მგალობლიშვილი და ბულგარეთის სამოდელო სააგენტოს Inter sound ხელმძღვანელი ირინა პოპოზოვა
7 / 10
კონკურსის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს არის არა მხოლოდ კონკურსი მოდელებს შორის, არამედ ქვეყნებს შორის ახალი კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაცაა
8 / 10
საბავშვო კონკურსი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა, ღონისძიებას ასობით ადამიანი ესწრებოდა
9 / 10
კონკურსზე მონაწილეებმა სხვადასხვა სამოსი უჩვენეს
10 / 10
კონკურსის ფინალის ყველა მონაწილემ მიიღო დიპლომი, ჯილდოები და საჩუქრები