ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 24 სექტემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 24 სექტემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„24 სექტემბერი მიწის თხის დღე - ეს არის ღია კარის დღე. პრეზენტაციები, გამოფენები, ბრიფინგები, ნებისმიერი სარეკლამო ღონისძიება ჩაივლის წარმატებით. საუკეთესო პერიოდია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის თქმით, ეს დღე არასასურველია ხარის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.