რით მოიხიბლა სუპერმოდელელი საქართველოში

ნატალია ვოდიანოვა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის რიცხვშია შესული.
Sputnik

თბილისი,  23  სექტემბერი  — Sputnik.  ცნობილი რუსი სუპერმოდელი, მსახიობი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანოვამ საქართველო მოინახულა.

სუპერმოდელმა  XIV  საუკუნის გერგეტის სამების ტაძარი მოინახულა, რომელიც მოიხიბლა საქართველოს ბუნების სილამაზით. 

ნატალია ვოდიანოვამ სამოდელო კარიერა 16 წლისა დაიწყო. ერთ–ერთ ჩვენებაზე იგი სააგენტო Viva Model Management–ის სკაუტმა შეამჩნია და პარიზში სამუშაო შესთავაზა.

იგი პოდიუმზე   Gucci–ის, Chanel–ის, Christian Dior–ის, Calvin Klein–ის, Louis Vuitton–ის, Ralph Lauren–ის, Chloe–ის, Valentino–ს, Dolce&Gabbana–ს, Balenciaga–ს, Yves Saint Laurent–ისა და მოდის სხვა სახლების სახელით გამოსულა. გარდა ამისა, ამშვენებდა  ცნობილი მოდის ჟურნალების, მათ შორის, Vogue–ის,  Harper's Bazaar–ის, Marie Claire–ისა და  ELLE–ს გარეკანს.

 Sunday Times–ის მონაცემებით, ნატალია ვოდიანოვა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის რიცხვშია შესული.