ქართველმა ძალოსანმა ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

2016 წლის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონი გახდა
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა (2015 და 2017)  მესამე მცდელობაზე აკვრაში 264 კგ დაძლია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.

ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478კგ (214 კგ ატაცი, 264 კგ აკვრა) დააფიქსირა და საკუთარი 2017 წლის შედეგი 4 კგ–ით გააუმჯობესა. 

რა თქმა უნდა, ასეთი შედეგით, ტალახაძე ქვეყნის უძლიერესი ძალოსანი გახდა. მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე +105 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ (410 კგ), მესამე ადგილი და ბაქარ თურმანიძემ (396 კგ) დაიკავა.

რეკორდის ოფიციალური აღიარებისთვის აუცილებელია, რომ იგი დამყარდეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე (ოლიმპიადა, მსოფლიო ან ევროპის  ჩემპიონატი, ეროვნული პირველობა).